პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
სსიპ ბოლნისის N1 საჯარო სკოლა
პრაქტიკული კვლევა
თემაზე:
მოსწავლეთა დამოუკიდებლად სწავლის პროცესში მშობელთა ჩართულობის შედეგები დაწყებითი საფეხურის IV-გ,V-ბ,VI-ა
შერეულ კლასებში
პედაგოგი: ლეილა გელაძე
2017-2018 სასწ.წელი
სარჩევი
შესავალი 4
თავი I 5
1.1 საკვლევი პრობლემის განსაზღვრა 5
1.2 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები იდენტიფიცირება 6
1.3 კვლევის მიზანი 6
1.4 კვლევის ამოცანები 7
თავი II 8
გამოყენებული ლიტერატურის მიმოხილვა 8
III თავი 16
3.1 კვლევის ჩატარების დრო და ადგილი 16
3.2 კვლევის მეთოდები 17
3.3 კვლევის ვადები 20
3.4 მონაცემთა ანალიზი და კვლევის შედეგები 21
კვლევის მონაწილეები 21
ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან 21
მშობელთა გამოკითხვის შედეგები 23
ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან 27
3.5 კვლევის მიგნებები 29
IVთავი 30
4.1ინტერვენციები 30
4.2 ინტერვენციების აღწერა 31
დაწყებითი კლასების (IV-VI) მოსწავლეთა მშობლების გაერთიანებული კრება. 31
IV-VI კლასის საგნის მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა 33
მოსწავლეების ჩართვა საშინაო დავალების შერჩევაში, ორგანიზებასა და შეფასებაში. 35
განმავითარებელი შეფასების ეფექტურ მეთოდებს გამოყენება გაკვეთილზე. 36
საშინაო დავალების ,,მიზნების დღიური’. 37
მოსწავლეებთან ერთად პროექტების დაგეგმვა. 37
4.3 რეკომენდაციები მშობლებისათვის 37
4.4 ინტერვენციის შედეგები 39
სამომავლო გეგმები 40
კვლევის ნაკლოვანებები 41
დასკვნა 41
ბიბლიოგრაფია 42
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ 44
დანართები 47
შესავალი
თანამედროვე განათლების სისტემის გამოწვევებში აქცენტი გადატანილია ისეთი პიროვნების აღზრდაზე, რომელიც 21-ე საუკუნის სამუშაო ძალის სასიცოცხლო უნარებით იქნება აღჭურვილი. ასეთი პიროვნების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მოსწავლეებში გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარები. ამ უნარების განვითარებაზე ზრუნვა ეკისრება სკოლასა და ოჯახს.
მშობლისა და მასწავლებლის (სკოლისა და ოჯახის) შეთანხმებული, მიზანმიმართული თანამშრომლობით მოსწავლის სასწავლო და სხვა აქტივობების განხორციელება მიმართული უნდა იყოს დამოუკიდებელი უნარების შეძენა-განვითარებისაკენ. დამოუკიდებლობის უნარი მოსწავლეს უძლიერებს საკუთარი ძალების რწმენას, არ იბნევა უჩვეულო, არასტანდარტულ ვითარებებში , სწავლობს წიგნზე მუშაობას, ნამდვილ სწავლას და აზროვნებას, რაც თავის მხრივ უვითარებს საჭირო დროს ცოდნის აქტიურობის და გამოყენების უნარ-ჩვევებს.
დამოუკიდებლობის უნარი არის მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, აქტიური და განათლებული მოქალაქის აღზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ამ უნარების განვითარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშობლის აქტიურ ჩართულობას.
ზოგადად მშობლის აქტიურად მონაწილეობა სასწავლო პროცესში ხელს უწყობს მოსწავლის განვითარებას, წარმატებას, აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას, საშინაო დავალების ხარისხიან შესრულებას , კარგი ყოფა-ქცევის ჩამოყალიბებასა და საკუთარი თავისადმი რწმენის ამაღლებას. მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე.
როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში,მოსწავლეს უკეთესი მიღწევები აქვს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ოჯახის სოციალურ - ეკონომიური სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა თუ მშობელთა განათლების დონე.
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ - ჩვევების განვითარებისათვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები.მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელს ეხმარება გახდეს უფრო თავდაჯერებული.
თავი I
1.1 საკვლევი პრობლემის განსაზღვრა
წინამდებარე კვლევა-“მოსწავლეთა დამოუკიდებლად სწავლის პროცესში მშობელთა ჩართულობის შედეგები დაწყებითი საფეხურის (IV-VI) შერეულ კლასებში“ წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებულ კვლევას, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-4 გ ,მე-5 ბ და მე-6-ა კლასის მოსწავლეები ,მათი მშობლები და პედაგოგები.
კვლევის აქტუალობა გამომდინარეობს მისი პრაქტიკული ღირებულებიდან და იმ რეალური პრობლემიდან, რომელსაც მასწავლებლები ვაწყდებით დაწყებითი საფეხურის შერეულ კლასებში მუშაობის პროცესში, სადაც სწავლობენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთა ნაწილს უჭირს საშინაო დავალების შესრულება, რადგან სახლში მშობლები დახმარებას ვერ უწევენ, ენის ბარიერის გამო. ხშირ შემთხვევაში, შერეული კლასების მოსწავლეთა მიერ სახლში შესრულებული დავალების შედეგი არ ემთხვევა მათ მიერ კლასში ანალოგიური ტიპის დავალების შესრულებით მიღებულ შედეგს. ასევე, ერთმანეთისგან განსხვავდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მოსწავლეთა შედეგებიც, რაც შესაძლოა აიხსნას, დავალების შესრულების პროცესში მშობლის/უფროსის მეტ-ნაკლებად ჩართულობით. არის შემთხვევა, როდესაც მოსწავლე გაკვეთილზე ასრულებს დამოუკიდებელ სამუშაოს, მაგრამ სახლიდან არ მოაქვს ტიპიური დავალება შესრულებული, ან სახლიდან მოაქვს დავალება და კლასში ვერ ასრულებს მსგავს დავალებას.
1.2 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები იდენტიფიცირება
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე დაწყებით კლასებში არსებობს პრობლემა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
1 . მოსწავლეთა მიერ საშინაო დავალების შესრულება და მისი ხარისხი თანდათან იკლებს მეოთხედან მეექვსე კლასებში. კერძოდ, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე აღმოვაჩინე, რომ მეოთხე კლასში უფრო მეტი მოსწავლე ასრულებდა დავალებას ვიდრე მეექვსეში.
2. გაკვეთილზე მოუმზადებელი ცხადდება თითქმის ერთი და იგივე მოსწავლეები.
ჩემთვის საინტერესო იმ ფაქტების დადგენა, თუ რა არის ამის მიზეზი.
3. კლასში მყავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთაგან ორ მოსწავლეს უჭირს ქართულად მეტყველება (ეს მოსწავლეები გადმოვიდნენ ჩვენს სკოლაში მე-3 კლასში აზერბაიჯანული სკოლიდან.) ასევე 2 სსსმ მოსწავლე.
ეთნიკური წარმომადგენლების დანარჩენი ნაწილი კლასში მოდის შესრულებული საშინაო დავალებით, თუმცა გაკვეთილებზე სათანადო უნარებს ვერ ამჟღავნებს.
ჩემი აზრით, სამივე შემთხვევაში მიზეზი არის მშობელთა ჩართულობის დაბალი ხარისხი, ხოლო ეთნიკური უმცირესობის შემთხვევაში იკვეთება რეპეტიტორების ფაქტორი, რადგან მშობლები დახმარებას ვერ უწევენ მათ, ენის ბარიერის გამო.
გადავწყვიტე ჩემი საკვლევი საკითხიდან გამომდინარე, ჩამეტარებინა კვლევა დაწყებით (IV-VI) კლასებში, მოსწავლეთა დამოუკიდებლად სწავლის პროცესზე რა ზეგავლენას ახდენს მშობელთა ჩართულობა.
1.3 კვლევის მიზანი
ჩემი კვლევის მიზანია-განვსაზღვრო, რამდენად ეფექტურია მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებისთვის მშობელთა ჩართულობა და რა განსხვავებას გვაძლევს ის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში (ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელი მოსწავლეები, სსსმ მოსწავლეები). რამდენად დამოკიდებულია მოსწავლის წარმატება, მშობლის ჩართულობაზე მე-4 გ, მე-5 ბ , მე-6-ა კლასებში.
მოცემული კვლევა ემსახურება პრობლემის წინა პლანზე წამოწევას, ხოლო მასში მოყვანილი რეკომენდაციები წარმოადგენს დამხმარე საშუალებას პრობლემის შესაძლო გადაჭრის გზების ძიების პროცესში.
1.4 კვლევის ამოცანები
. საკვლევი კითხვების ფორმულირება
რამდენად დამოკიდებულია თითოეული სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი მოსწავლის წარმატება და პროგრესი დამოუკიდებლად სწავლის პროცესში მშობლის ჩართულობაზე.
რას უკავშირდება მე-6 კლასელებში საშინაო დავალების შესრულების დაბალი მაჩვენებელი?
როგორია მშობლების დამოკიდებულება საშინაო დავალებასთან დაკავშირებით?
რა დოზით ხდება მშობელთა ჩარევა შვილების სასწავლო პროცესში?
რა იციან მშობლებმა საშინაო დავალების ფორმებისა და მიზნების შესახებ?
ხომ არ ეძლევათ მოსწავლეებს დიდი მოცულობის დავალებები ?
რამდენად არის გათვალისწინებული მოსწავლის ინდივიდუალური
შესაძლებლობები დავალების მიცემის დროს?
რა ინსტრუმენტებს იყენებს პედაგოგი საშინაო დავალების შემოწმების პროცესში?
რა საშუალებები შეიძლება მოიძებნოს მასწავლებელსა და ყველა მოსწავლის მშობელს შორის ეფექტური კომუნიკაციისათვის?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად გადავწყვიტე მომეძია ინფორმაცია ინტერნეტ სივრცესა და ბიბლიოთეკაში არსებულ მეთოდურ ლიტერატურაში.
თავი II
გამოყენებული ლიტერატურის მიმოხილვა
ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი ჯონ დიუი აღნიშნავს რომ ადამიანები ძირითადად სწავლობენ გამოცდილებით.როდესაც მოსწავლე ჩართულია ისეთ აქტივობებში, რომელშიც ის ახერხებს ფიქრს, გააზრებასა და შემდეგ ქმედებას,ის იქცევა გამოცდილებად (Dewey, 1933).
,,სწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება“(2010) ავტორები:თინათინ ჭინჭარაული,მაია ბაგრატიონი,ანა ლაღიძე, თათია პაჭკორია:
,,მშობლების მხრიდან გადამეტებული მზრუნველობა თავისთავად ზღუდავს ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხს და უარყოფით გავლენას ახდენს მის განვითარებაზე.
სწავლის სიძნელის მქონე ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ გარკვეული დამოუკიდებლობის ხარისხი. მათ ზრდასთან ერთად უნდა ხდებოდეს მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. ოჯახებს ხშირად უჭირთ სწორი ბალანსის მოძებნა. დახმარების სურვილის მიზეზით გადამეტებულ მზრუნველობას იჩენენ და ზღუდავენ დამოუკიდებლობის უნარის განვითარებას. აუცილებელია, რომ ბავშვები პატარობიდანვე ასრულებდნენ გარკვეულ საპასუხისმგებლო ფუნქციებს ოჯახში და გრძნობდნენ, რომ ისინი საჭირონი არიან და რომ მათ გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლიათ ოჯახურ ცხოვრებაში.“
ფსიქოთერაპევტი თამარ ხუბულავა აღნიშნავს -,,სწორედ დაწყებით კლასებში ყალიბდება ფასეულობათა სისტემა, რაშიც ყველაზე დიდი როლი ოჯახსა და მშობლებს აქვს. ერთობლივი აქტივობებისას ბავშვი უნდა მივაჩვიოთ თავისი შრომის ჩადებას საქმეში რათა მისთვის ნათელი გახდეს, რომ ნებისმიერი მიღწევა შრომასთანაა დაკავშირებული. მშობლებმა უნდა გაიაზრონ, რომ თუ სრულფასოვანი საზოგადოების წევრებს ზრდიან და არა მართვად მოქალაქეებს, მნიშვნელოვანი მესიჯები თავიდანვე უნდა ჩადონ შვილებში, თუმცა ამის გაცნობიერებისათვის მშობლებს თავად უნდა ჰქონდეთ განათლება და ფასეულობები.“
ასევე, ერთ-ერთი დიდი პრობლემა სკოლასა და ოჯახებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა ; მშობლები თვლიან, რომ მათ სკოლაში სიხარულით არ ელიან. ეს ნაწილობრივ შედეგია მიღებული, ხშირად უარყოფითი გამოცდილებისა, რაც აფიქრებინებთ, რომ მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში დადებით შედეგს არ მოიტანს.
განათლების რეფორმა და ეროვნული უმცირესობები საქართველოში“
სალომე მეხუზლა და ეიდინ როშე-
,,ქვემო ქართლი ეთნიკური აზერბაიჯანელების მრავალრიცხოვანი მოსახლეობით გამოირჩევა. კერძოდ ბოლნისის მოსახლეობის 66% აზერბაიჯანელია. მათთვის დამახასიათებელი პრობლემაა მცირე ეკონომიკური შესაძლებლობები და ეროვნული საინფორმაციო საშუალებების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, რაც ძირითადად ქართული ენის ცოდნის დაბალი დონითაა განპირობებული.დღეს სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე ეროვნულ უმცირესობათა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში სრული მონაწილეობის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.“
თომას გორდონი აღნიშნავს --
,,ბავშვები როცა ცდილობენ თავი გაართვან თავიანთ ცხოვრებას უჩნდებათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა: იმედგაცრუება, საგონებელში ჩავარდნა, რაღაცის უკმარისობის განცდა, მარცხი. ასეთ დროს მშობელთა უმრავლესობა ცდილობს ,შვილების პრობლემების დიდი ნაწილი თავისად აქციოს. ამით ისინი იუარესებენ შვილებთან ურთიერთობას და ხელიდან უშვებენ ეფექტიანი მრჩევლის როლში ყოფნის შესაძლებლობას. როცა მშობელი აღიარებს იმ ფაქტს, რომ პრობლემა შვილს აქვს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას,რომ მშობელი აღარ წუხს, აღარ ზრუნავს ან აღარ სთავაზობს დახმარებას. პროფესიონალი კონსულტანტი გულწრფელად წუხს და ზრუნავს თითოეულ ბავშვზე, რომლის დახმარებასაც ცდილობს, მაგრამ მშობელთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, ბავშვის პრობლემის გადაჭრის პასუხიხმგებლობას ის ბავშვს უტოვებს. ის საშუალებას აძლევს ბავშვს, თავად იყოს საკუთარი პრობლემის პატრონი. მისთვის მისაღებია ის ფაქტი, რომ ბავშვს აქვს პრობლემა. ის ბავშვს დამოუკიდებელ ადამიანად განიხილავს. მას სჯერა,რომ ბავშვი თავისი შინაგანი რესურსებით შეძლებს საკუთარი პრობლემის გადაჭრას და თანდათან გაუქრება მშობლის რესურსებზე დამოკიდებულების სურვილი.’’
ამერიკელი ფილოსოფოსი ჯონ დიუი- „სკოლა და საზოგადოება“
,,დაბალი კლასების სპეციფიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, ბავშვის ბუნებრივი იმპულსებისა და ინსტინქტების ფლობა და მათი ისე გამოყენებაა, რომ აღქმისა და მსჯელობის უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ და უფრო ეფექტიანი ჩვევები გამოვუმუშაოთ. ამის შედეგად მას უფრო გაფართოებული და გაღრმავებული ცნობიერება და ქმედების გაკონტროლების გაზრდილი უნარი ექნება.“
.ექსპერტები აცხადებენ, რომ ,თუკი მოსწავლე დავალების შესრულებას 2 საათზე მეტხანს უნდება, ეს მას ართმევს თანატოლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ძვირფას დროს, რამაც, შესაძლოა, ფიზიკური და მენტალური ჯანრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დავალების შესასრულებლად ყველა მოსწავლეს ერთნაირი გონებრივი და ტექნოლოგიური რესურსი არ აქვს. საშინაო დავალების კომპონენტში დიდ როლს თამაშობს მშობელი. ეს მათ ეხმარება, უფრო მეტად იყვნენ ჩართული შვილის სწავლის პროცესში. მას შეუძლია ბავშვის შესაძლებლობებსა და ინტერესებში გაერკვეს. თუ მშობელს საშინაო დავალების მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ამას, ხშირ შემთხვევაში, შვილიც იზიარებს, რაც მას წარმატებაში ეხმარება.მაგრამ საშინაო დავალება, შესაძლოა, მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტის საფუძველიც გახდეს, როცა მშობლები ზედმეტად აკონტროლებენ შვილების დავალებებს და ტესტების ქულებს. ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, იყვნენ ჩართულები საშინაო დავალების შესრულებაში, მაგრამ არა იმდენად, რომ შვილის ავტონომია შეზღუდონ და საშინაო დავალება მათსა და შვილებს შორის კონფლიქტის წყაროდ იქცეს.
საშინაო დავალებები და პრაქტიკული მუშაობა სწავლების ის მეთოდებია, რომლებიც მასწავლებლებისათვის კარგად არის ცნობილი,ორივე მეთოდი აძლევს საშუალებას მოსწავლეებს გაიუმჯობესონ უნარები და უკეთესად ჩაწვდნენ შესასწავლ მასალას.როგორც კუპერი აღნიშნავს(1989 ბ,90) საშინაო დავალებაზე მუშაობა პატარა ბავშვებს სწავლის სასარგებლო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს, გაუღვივებს პოზიტიურ დამოკიდებულებას სკოლისადმი და მიაჩვევს იმ აზრს,რომ სწავლა შეიძლება არა მხოლოდ სკოლაში , არამედ სახლშიც გასათვალისწინებელია ,რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გაცილებით მცირე მოცულობის საშინაო დავალება უნდა მივცეთ ,ვიდრე შედარებით მაღალი კლასის მოსწავლეებს. თ. ქეითის (1982) მონაცემები ადასტურებს ,რომ ყოველ საღამოს საშინაო დავალების შესრულებაზე დახარჯული ყოველი დამატებითი 30 წუთი მოსწავლის საშუალო ნიშანს ნახევარი ქულით ზრდის .
ბევრი მშობელი თვლის ,რომ აუცილებელია , შვილს საშინაო დავალების შესრულებაში დაეხმაროს . სასურველია ,მშობლები მოსწავლისათვის მიცემული დავალების შესახებ საქმის კურსში იყვნენ , მაგრამ საჭირო არ არის ,დავალების შესრულებაში დაეხმარონ შვილებს. ბევრი კვლევა აჩვენებს,რომ თუ მშობლები აქტიურად ეხმარებიან ბავშვებს დავალების მომზადებაში, საშინაო დავალების შესრულებამ შეიძლება საერთოდ არ მოახდინოს გავლენა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე ,ან პირიქით ,გააუარესოს ის(ბალი 1998; ბალი ,დემო და უედმანი,1998) ეს რა თქმა უნდა , არ ნიშნავს იმას , რომ მშობლები საერთოდ არ უნდა დაინტერესდნენ მოსწავლეების საშინაო დავალებით . ისინი არ უნდა ეცადონ , შვილებს საშინაო დავალების შინაარსობრივი მხარის გადაწყვეტაში დაეხმარონ .მშობლებს აუცილებლად უნდა ესმოდეთ საშინაო დავალების შესრულების მიზნები და მისი მოცულობა , რადგან მიზანი შეიძლება იყოს მოსწავლის მომზადება ასახსნელი მასალისთვის ან მისი გაგებისთვის ,რასაც მოსწავლეები ხშირად ერთმანეთში ურევენ. ზოგიერთი მოსწავლე ფიქრობს რომ ერთადერთი რაც მასწავლებელს სურს ეს დასრულებული საშინაო დავალებაა .შესაბამისად მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ზუსტად განსაზღვროს საშინაო დავალების მიზანი(,რობერტ ჯ.მარზანო, დებრა ჯ.ფეიქერინგი ,ჯეინ ი.ფოლოქი,,ეფექტური სწავლება სკოლაში გვ.72-80)
მაია ფიჩხაძის აზრით,,მოსწავლეთა პრაქტიკული მეცადინეობა უპირველესად საშინაო დავალების შესრულებაზეა აგებული. იგი აფართოებს სწავლის შესაძლებლობებს და აიძულებს მოსწავლეს, შინაც არ შეწყვიტოს სწავლის პროცესი რადგან გაკვეთილზე ,რაც არ უნდა კარგად ჩატარდეს იგი,ხდება მასალის ხანმოკლე დამახსოვრება.მისივე აზრით გაკვეთილზე ათვისებული მასალა უახლოესი 10-12 საათის განმავლობაში ინტენსიურად ,,გვავიწყდება’’,სასურველია საშინაო დავალება იმ დღესვე შესრულდეს.’’(მასწავლ.პროფ.განვ.ეროვნული ცენტრი 2013 .მასწავლებლის წიგნი 92-99გვ.)
თამარ ტაბატაძის აზრით :
მშობლის როლია უზრუნველყოს მოსწავლე შესაბამისი გარემოთი, მისცეს მითითებები და დაეხმაროს, თუმცა დავალება შვილის ნაცვლად არ უნდა შეასრულოს. ამით მოსწავლე ზარმაცდება და უპასუხისმგებლო ხდება. ხშირად მასწავლებელი და მშობელი სხვადასხვა ხერხით ასრულებინებენ დავალებას, ამ დროს ბავშვი გაურკვევლობაშია და იბნევა ,ამიტომ მასწავლებელსა და მშობელს ბავშვის წარმატებისთვის ურთიერთშეთანხმებული მუშაობა მართებთ . ყურადღება მინდა გავამახვილო მშობელთა ჩართულობის როლზე მოსწავლეთა საშინაო დავალებების მომზადებისას, როგორ და რა დოზით უნდა იყოს ჩართული მშობელი ამ პროცესში. ეს სარეკომენდაციო ხასიათის ნაშრომი, თავის მხრივ, შესაძლებელია პედაგოგებმაც გამოიყენონ მშობელთა კრებებზე, მშობლებთან დისკუსიის, სემინარის ორგანიზებისას მსგავსი თემატიკის განსახილველად ან პრობლემის გადასაჭრელად.
რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა საშინაო დავალების ეფექტურობისთვის? გაითვალისწინოს რაოდენობა, წინასწარ განსაზღვროს და დაგეგმოს დავალება ისე, რომ მოსწავლის პოტენციალი მაქსიმალურად აამუშაოს, რათა მიაღწიოს შედეგს და უფრო მეტიც, სიამოვნებით იმუშაოს მოსწავლემ. არ არის აუცილებელი ყოველდღე საშინაო დავალების მიცემა. სახლში დავალება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც დარწმუნებული ვართ, შემდეგ გაკვეთილზე ამ დავალების შემოწმებას მოვახერხებთ . როჯერსის ,,მოლოდინის თეორიის’’ მიხედვით, მასწავლებლების მოლოდინი გავლენას ახდენს მოსწავლეების მუშაობის ხარისხზე , სწავლის მოტივაციასა და მათ განწყობაზე წარმატებისა და მარცხის მიმართ. ეცადეთ, გაამხნევოთ თქვენი მოსწავლეები და მისცეთ სტიმული, საუკეთესო კუთხით წარმოადგინონ თავიანთი ნიჭი და უნარი საშინაო დავალების შესრულებისას.საჭიროა ისეთი დავალებების მიცემა, რომლის მსგავსიც კლასში მათ უკვე შეასრულეს. მასწავლებელმა ბავშვს ისეთი საშინაო დავალება უნდა მისცეს, რომ მას ერთი სული ჰქონდეს, მივიდეს სახლში, ისადილოს და დავალება შეასრულოს. ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მასწავლებელი მისცემს საინტერესოდ ფორმულირებულ დავალებას, რომელიც განწყობას შეუქმნის, მოიძიოს ახალი და ორიგინალური ინფორმაცია, და გამოთქვას საკუთარი აზრი. მასწავლებელმა მოსწავლეს ინტრიგა უნდა დაუტოვოს, რათა მან თვითონ დაიწყოს ძებნა. სკოლაში შეიძლება ეს პატარა დოზით გაკეთდეს, მოსწავლეს ის დავალება დაამახსოვრდება უფრო კარგად და იოლად, რომელზეც თვითონ იპოვის პასუხს.’’
,,მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები’’-ში ნინო ციცვიძე აღნიშნავს: ,,სკოლა აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. „მშობელთა ჩართულობა“ (ი. აფთარაშვილი) ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ დრო
* მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შვილის სწავლის პროცესში.
* მშობლები მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
* მშობლები შვილების სწავლის პროცესში ჩართული არიან როგორც სრულუფლებიანი პარტნიორები და მონაწილეობენ ბავშვის განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.
სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ქულებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა…
საშინაო დავალების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია სასკოლო პოლიტიკის არსებობა, რომელიც დაარეგულირებს საშინაო დავალების ტიპებს და მოცულობას, გაწერს საშინაო დავალებას სხვადასხვა საგნის სილაბუსებში, კოორდინაციას მოახდენს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შორის. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კვლევების დროს ცხადად გამოვლინდა, რომ დიდი მოცულობის დავალება უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლის მოტივაციაზე, ინტერესსა და აკადემიურ მოსწრებაზე. რეკომენდებული ასევე დაადგინა, რომ საშინაო დავალება კონტრპროდუქტულია დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის. აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, სასურველია, სკოლებში არსებობდეს დამხმარე გაკვეთილები, სადაც საჭიროების მქონე მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ინსტრუქტორის დახმარებით იმუშაონ დავალებების შესრულებაზე. აღსანიშნავია, რომ კლასგარეშე დამატებითი/დამხმარე გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა ქცევის, მოტივაციის და სამუშაო თვისებების გაუმჯობესებას. სხვადასხვა ტიპის (განმამტკიცებელი, მოსამზადებელი, სააზროვნო, ინტეგრირებული და შემოქმედებითი) საშინაო დავალებების ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია და/ან მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. ამ მიმართულებით კვლევის ჩატარება უაღესად მნიშვნელოვანია და განათლების მკვლევართათვის მომავლის საქმეა.
ამერიკული ინტერნეტგაზეთი “TeAch-nology” ერთ-ერთ ბლოგში საშინაო დავალების დადებით და უარყოფით მხარეებზე წერს:
საშინაო დავალების 5 დადებითი მხარე:
1. საშინაო დავალება მოსწავლეს და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. მათ შეუძლიათ, დისკუსია გამართონ ერთმანეთში, ან განიხილონ პრობლემა გაკვეთილის დაწყებამდე, ან შემდეგ.
2. საშინაო დავალება აახლოებს ოჯახის წევრებს ერთმანეთთან, როცა მოსწავლე მშობლებს ან დედმამიშვილს გაუგებარი საკითხის ირგვლივ რჩევას ეკითხება. ასევე, მშობლებს ეძლევათ საშუალება, უფრო მეტად ჩართულნი იყვნენ ბავშვის განვითარებაში.
3. საშინაო დავალება ეხმარება მოსწავლეებს მოემზადონ ტესტებისათვის. თუ მოსწავლე დავალებას ცუდად შეასრულებს, შეცდომების გაანალიზება დაეხმარება მას, ისწავლოს და შემდეგი ტესტის დროს იგივე შეცდომა აღარ დაუშვას. ასევე, მოსწავლეს ეძლევა საშუალება, მიიღოს გამოცდილება და სკოლაში უფრო წარმატებული გახდეს.
4. საშინაო დავალების შესრულება საუკეთესო გზაა პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისთვის. იმის ცოდნა, რომ მომდევნო დღეს დავალება მზად უნდა გქონდეს, მოსწავლეს დროის განაწილების და პუნქტუალურობის უნარს უვითარებს.
5. და ბოლოს, საშინაო დავალება მშობელს აძლევს საშუალებას, აკონტროლოს მოსწავლის განათლება და, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს მას. ასე თუ ისე, ზოგიერთი მშობელი, მოსწავლე და მასწავლებელიც კი მიიჩნევს, რომ მოსწავლის მიმართ, რომელიც 7-8 საათს ატარებს სკოლაში, უსამართლობა იქნება მოვიდეს სახლში და კიდევ სამი საათი საშინაო დავალების მომზადებას მოანდომოს.
საშინაო დავალების 5 უარყოფითი მხარე:
1. პირველი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მივცეთ მოსწავლეს საშინაო დავალება, არის ის, რომ მათ დასვენება და განტვირთვა სჭირდებათ. მოსწავლეთა უმრავლესობისთვის ენერგიის აღდგენა და გონების დასვენება უმნიშვნელოვანესია.
2. საშინაო დავალება ამცირებს დროს, რომელსაც მოსწავლე ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება კი მას აღზრდაში ეხმარება და დროის უქონლობამ შეიძლება, ოჯახის წევრების ურთიერთობების განმტკიცებას შეუშალოს ხელი, ეს ყველაფერი კი დროის უქონლობის გამო და დააზარალოს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის
3. საშინაო დავალებამ შეიძლება, მშობელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. აღნიშნული მაშინ ხდება, როდესაც მოსწავლეს უჭირს, დამოუკიდებლად გაართვას თავი საშინაო დავალებას და მისი შესრულებისგან თავის არიდებას ცდილობს. მშობელი აძალებს მას დავალების გაკეთებას, რაც მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტს წარმოქმნის.
4. ხშირად მოსწავლე დათქმულ ვადებში ვერ ასწრებს დავალების შესრულებას, რის შემდეგაც კლასში მოსწავლეებს შორის ერთმანეთისგან გადაწერის ფაქტი ხდება. რის შედეგად ისინი ქულას იღებენ გადაწერაში და არა ცოდნაში.
5. და ბოლოს, მასწავლებელთა უმრავლესობას არ აქვს დრო, მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება ისე შეასწოროს, როგორც საჭიროა, რადგან ისინი მეტისმეტად დაკავებულებები არიან გაკვეთილის დაგეგმვისა და სასწავლო რესურსების მოძიებით. შედეგად კი კლასი იღებს უხარისხოდ შემოწმებულ დავალებას, მასწავლებელი კი ახალი გაკვეთილის ახსნას იწყებს.
III თავი
3.1 კვლევის ჩატარების დრო და ადგილი
პრაქტიკული კვლევა ჩატარდა 2018 წლის იანვარ-მაისის პერიოდში სსიპ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობს 769 მოსწავლე. საბაზო საფეხურის (IV-VI) კლასებში სწავლობს 143 მოსწავლე. აქედან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობაა - 17, სსსმ მოსწავლეების რაოდენობა - 8, სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი მოსწავლეების რაოდენობა - 11
კვლევის ობიექტად აღებული იქნა დაწყებითი საფეხურის შერეული კლასებირომელსაც მე ვასწავლი: IV-გ,V-ბ,VI-ა; სადაც ფიქსირდება სხვადასხვა კატეგორიის მოსწავლეებში მშობელთა განსხვავებული აქტიურობა, კერძოდ:
ა) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემთხვევაში მშობლები ნაწილობრივ არიან ჩართული მოსწავლეთა საშინაო დავალების შესრულების პროცესში. ენის ბარიერისა და შესაბამისი განათლების არ ქონის გამო.
ბ) სოციალურდ დაუცველი ოჯახის წარმომადგენელი მოსწავლეების შემთხვევაში მშობლები ნაკლებად არიან ჩართული შვილის განათლების პროცესში დროის უქონლობისა და დაბალი კომპეტენტურობის გამო.
გ) სსსმ მოსწავლეების შემთხვევაში მშობლები ცდილობენ შვილის განათლების პროცესში ჩართვას.
დ) ჩვეულებრივი კონტიგენტის მოსწავლეთა შემთხვევაში მშობლები მეტ-ნაკლებად აქტიურად არიან ჩართული მოსწავლის დამოუკიდებლად სწავლის პროცესში.
3.2 კვლევის მეთოდები
პრაქტიკული კვლევის პროცესში გამოვიყენე თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები:
1.თვისობრივი:
ა)ფოკუს ჯგუფი
ბ) ინტერვიუ
გ) დაკვირვება
2.რაოდენობრივი--ანკეტირება.
დაკომპლექტებული იქნა ფოკუს ჯგუფები, როგორც ყველა კატეგორიის მონაწილეობით, ისე ინდივიდუალურად თითოეული კატეგორიისათვის.
ფოკუსჯგუფის უპირატესობებია სხვა მეთოდებისგან განსხვავებით:
მასწავლებელს საშუალება ეძლევა თვალი ადევნოს აზრების ჩამოყალიბების პროცესს;
დაინახოს ესა თუ ის საკითხი სხვა თვალით;
გამოკვეთოს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც არც კი გამოაშკარავებული ფორმალიზებული ინტერვიუს დროს;
აღმოაჩინოს ახალი თემები და წამოაყენოს ახალი ჰიპოთეზები;
ფოკუს-ჯგუფის მომზადებისას გავითვალისწინეთ შემდეგი:
შევისწავლეთ თემა წინასწარ;
სადისკუსიო გეგმა შევიმუშავეთ;
მოვაწესრიგეთ ფოკუსჯგუფის ჩატარების ტექნიკური მხარეები;
გავითვალისწინეთ დრო: ფოკუსჯგუფის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს;
ფოკუს ჯგუფის მონაწილე მოსწავლეებისათვის შევადგინე კითხვარები.
ასევე, თვისობრივი დაკვირვების პროცესში მოხდა კლასის დამრიგებლებთან და საგნის მასწავლებლებთან გასაუბრება ინტერვიუს სახით, რომლის შედეგად გაანალიზებული იქნა საშინაო დავალების სუსტი და ძლიერი მხარეები: ინსტრუქციის მოთხოვნის დაცვა, თანმიმდევრობა და სრულყოფა.
მოხდა მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუსა და ღია დისკუსიის გზით სპეციალურად შედგენილი ანკეტა- კითხვარის გამოყენებით.
მოსწავლეებში ჩატარდა ინდივიდუალური ინტერვიუ, რათა ჯგუფური განხილვის შემთხვევაში არ მომხდარიყო ერთმანეთის აზრის გავლენის ქვეშ მოქცევა. ინტერვიუსთვის შედგენილ იქნა სპეციალური კითხვარი (დანართი №1).
მოსწავლეთა შერჩევა მოხდა მათი კლასის დამრიგებლებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად. აღნიშნულის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორია მათი დამოკიდებულება საშინაო დავალების შესრულების პროცესისადმი და რამდენად ახერხებენ დამოუკიდებლად მის შესრულებას, როგორ რეაგირებს მშობელი მათ მიერ შესრულებულ დავალებაზე და აძლევს თუ არა მათ დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას.
მშობლებს დაურიგდა ანკეტა-კითხვარი (დანართი №2), ხოლო ცალკეული პრინციპით ( IV-VI კლასების ყველა კატეგორიის მოსწავლეთა მშობლები) შერჩეულ იქნა მშობელთა ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინტერვიუში (დანართი №3). მათი ჩართულობა მიზნად ისახავდა იმის დადგენას,
რამდენად ინფორმირებულია მშობელი საშინაო დავალებასთან დაკავშირებით,
როგორია მათი დამოკიდებულება დავალების მოცულობასა და საკუთარი შვილის შესაძლებლობებს შორის თანაფარდობის საკითხისადმი,
რამდენად ანდობენ საკუთარ შვილს დავალების დამოუკდიებლად შესრულებას,
კონტროლის რა მექანიზმით ხელმძღვანელობენ დავალების შემოწების დროს,
რამდენად ხშირია მათი მონაწილეობა საშინაო დავალების შესრულების პროცესში და ვინ არის დახმარების ინიციატორი.
ამასთან, კვლევა ირიბად ეხებოდა მშობელთა ჩართულობის პრობლემებს სასკოლო განათლების პროცესში. პარალელურად, მასწავლებლებისგან შემდგარ ფოკუს ჯგუფში მოხდა პრობლემური საკითხების განხილვა, კერძოდ:
რამდენი მოსწავლე ასრულებს დავალებებს სისტემატურად და მათ მიერ შესრულებული დავალება რამდენად ადექვატურია კლასში მათ მიერ შესრულებული სამუშაოს დროს გამოვლენილი უნარებისა,
როგორია საშინაო დავალების შესრულების დროს მშობლის სავარაუდო მონაწილეობის პროცენტული მაჩვენებელი და ახდენს თუ არა ეს გავლენას მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობაზე.
განსხვავებულია თუ არა აღნიშნული მაჩვენებელები სხვადასხვა კატეგორიის მოსწავლეთა მშობლებში(დანართი №4).
3.3 კვლევის ვადები (15.01 .2018—01.06.2018 )
აქტივობა იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი
საკვლევი პრობლემის შესწავლა
X
კვლევის გეგმის შემუშავება
X
დაკვირვების
წარმოება-აღრიცხვა
X
X
X
კითხვარების
შედგენა-დამუშავება
X
გამოკითხვა
X
X
შედეგების ანალიზი
X
სავარაუდო ინტერვენციების
განხილვა
X
ინტერვენციების განხორციელება
X
X
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
X
3.4
მონაცემთა ანალიზი და კვლევის შედეგები
კვლევის მონაწილეები
ინტერვიუში მონაწილეობდა 40- მოსწავლე. 6 მასწავლებელი, რომელთა შორისაც იყო 4 კლასის დამრიგებელი და უცხო ენის 2 პედაგოგი.
ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან
მოსწავლეების უმრავლესობა ადასტურებს საშინაო დავალების შესრულების პროცესში მშობელთა ჩართულობას, რაც გამოიხატება ნაწილობრივ ინსტრუქციის განმარტებაში, ინფორმაციის მოძიებაში, ნააზრევის წერილობით გადმოცემაში, სააზროვნო ამოცანების შესრულებაში. მათი უმეტესობა აღიარებს, რომ მშობლის მიერ გაწეული დახმარება სასიამოვნოა, რადგან ისინი უფრო მეტად არიან დარწმუნებული შესრულებული დავალების სისწორეში, რაც კლასისა და მასწავლებლის წინაშე თავმოწონების საშუალებას აძლევს, თუმცა უფრო დიდი ენთუზიაზმითა და სიამაყით წარადგენენ ისინი მასწავლებლის წინაშე იმ დავალებას, რომელიც დამოუკიდებლად აქვთ შესრულებული. ინტერვიუდან ჩანს, რომ მე-4-5 კლასის მოსწავლეების უდიდესი ნაწილი გამოთქვამს საშინაო დავალების შესრულების პროცესში მშობლის/უფროსის დახმარების სურვილს. მე-6 კლასის მოსწავლეთა პასუხების თანახმად, უჩნდებათ დავალების დამოუკიდებლად შესრულების სურვილი.
მოსწავლეებთან ფოკუს ჯგუფის ჩატერების შედეგად გამოიკვეთა, რომ
მოსწავლეს ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული საშინაო დავალების მნიშვნელობა/ სარგებლიანობა და არ თვლის აუცილებლობად მის შესრულებას.
მოსწავლე ვერ იმახსოვრებს დავალებას, უჭირს ინსტრუქციის გაგება, უჭირს კლასში შესრულებული ანალოგიური დავალების მისადაგება (ძირითადად გამოხატულია მე-4 კლასის მოსწავლეებში);
მშობელთა ნაწილი ანდობს მოსწავლის დავალების დამოუკიდებლად შესრულებას (ძირითადად გამოხატულია მე-6 კლასის მოსწავლეებში);
მშობელთა ნაწილი ნეგატიურად რეაგირებს შვილის მიერ არასათანადოდ შესრულებულ დავალებაზე, რაც მოსწავლეს უჩენს დამოუკიდებლად მუშაობის კომპლექსს. უმტკიცებს განცდას იმისას, რომ დამხმარე პირის გარეშე დავალება დაუძლეველია (გამოხატულია მე-4 კლასის მოსწავლეებში);
მშობელი ვერ არეგულირებს შვილის დღის რეჟიმს, რაც ხშირად იწვევს დავალების გვიან საღამოს ან/და ნაჩქარევ შესრულებას
მშობელთა გამოკითხვის შედეგები
მშობლების მიერ შევსებული ანკეტა-კითხვარებისა და ინტერვიუების შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველა კატეგორიის მოსწავლის მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ მშობელი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს საშინაო დავალების შესრულების პროცესში სხვადასხვა ფორმით.
მშობელთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ საშინაო დავალების შესრულების პროცესში უფროსის ჩართულობის ინიციატივა მოსწავლისგან მოდის, რომელიც ითხოვს დახმარებას დავალების შესრულების საწყის ეტაპზე, თუმცა შემდგომ უკვე მშობელი საკუთარი ინიციატივით აგრძელებს ჩართულობას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მოსწავლე არ საჭიროებდეს მას.
კვლევისას გამოვლინდა საინტერესო ფაქტები, რომ მე-6 კლასის მოსწავლეების საშინაო დავალების შესრულების პროცესში მშობელთა ჩართულობა იკლებს ცალკეულ საგნებში მათი დაბალი კომპეტენციის გამო. (თუმცა ეს შეიმჩნევა მცირედ მაგრამ მაინც, მე-4 კლასშიც) შესაბამისად, სახეზეა აღნიშნული კლასის მოსწავლეებში საშინაო დავალების შეუსრულებლობის ზრდის ტენდენცია, რასაც ადასტურებს მასწავლებელთა ფოკუს ჯგუფის გამოკითხვის შედეგები. ისინი ადასტურებენ, რომ ვინაიდან მე-4 კლასის მოსწავლეებთან შედარებით მშობლის ჩართულობა ნაკლებია მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებში, დავალების შესრულების პროცენტური მაჩვენებელიც მცირდება.
როგორც ირკვევა, ნებისმიერი კატეგორიის მოსწავლის მშობელთა უმრავლესობა საჭიროდ თვლის საშინაო დავალების პროცესში მათ ჩართულობას, მხოლოდ ნაწილი მიიჩნევს, რომ მშობელი საჭირო შემთხვევაში უნდა ჩაერთოს. მშობელთა ჩართულობის აუცილებლობას გამორიცხავს ძალიან მცირე ნაწილი.
ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან
მასწავლებელთა ინტერვიუს შედეგები ცხადყოფს, რომ ეთნიკური უმცირესობების, სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი ბავშვებისა და სსსმ მოსწავლეების მშობლები ნაკლებად ან საერთოდ ვერ/არ ერთვებიან საშინაო დავალების შესრულების პროცესში. არ ეკონტაქტებიან პედაგოგებს, არ ითხოვენ მათგან რეკომენდაციებს და არ იჩენენ ინტერესს შვილების საჭიროებების დასადგენად . მიუხედავად პედაგოგების მცდელობისა, მიაწოდონ ინფორმაცია (წერილობით, სატელეფონო საუბრებით, სატელეფონო შეტყობინებებით, სოციალური ქსელების საშუალებით) შვილების მდგომარეობა/საჭიროებების შესახებ.
კვლევამ აჩვენა, რომ:
• არსებული ვითარებით მშობლის ჩართულობა ხშირ შემთხვევაში ხელშეწყობის ნაცვლად უნებლიედ აფერხებს მოსწავლის დამოუკიდებელი უნარების განვითარებას.
• მშობელი განათლების თანამედროვე სტანდარტებისადმი არასათანადო ინფორმირების გამო არასწორად ერევა სწავლის პროცესში, რაც მოსწავლეს უქვეითებს დამოუკიდებელი მუშაობის სურვილსა და შესაძლებლობას.
• თუმცა ამავე დროს საშინაო დავალების შესრულების პროცესში მშობლის ჩაურთველობა ასევე უარყოფითად აისახება მოსწავლის განვითარებაზე, რადგან მოსწავლეთა უმეტესობა ზარმაცდება კონტროლის მექანიზმის არარსებობის პირობებში საკუთარი მოტივაციის ნაკლებობის გამო.
მშობელთა უმრავლესობის მოსაზრებებს იზიარებს მასწავლებელთა ფოკუს ჯგუფიც. ისინი საშინაო დავალების შესრულების პროცესში მშობლის ჩართულობას საჭიროდ მიიჩნევენ. მათი მოსაზრებით მშობელთა ჩართულობის საჭიროება გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ ასაკის მოსწავლეებს სჭირდებათ მითითება, შეხსენება, რომ დავალების შესრულება აუცილებელია, შემოწმება, თუ როგორ ასრულებს მოსწავლე დავალებას, ასევე სწორი მიმართულების მიცემას. თუმცა აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, ამ პროცესში მშობელი იცავდეს ზომიერებას და მონაწილეობდეს მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე; ზოგიერთ შემთხვევაში მშობელი ზედმეტად ერევა საშინაო დავალების შესრულების პროცესში: რვეულში თავად უწერს დავალებას მოსწავლეს (კერძოდ მე-4 კლასის მოსწავლეთა მშობლები), აწერინებს კარნახით, წერს ფურცელზე და მოსწავლე იწერს, რაც უარყოფით შედეგს იძლევა მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობისათვის საჭირო უნარების განვითარებაში.
3.5 კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა შემდეგი საინტერესო მიგნებები:
• მშობელთა ნაწილს, ისევე როგორც მოსწავლეთა ნაწილს, არ აქვს გაცნობიერებული საშინაო დავალების მნიშვნელობა და პრაქტიკული ღირებულება;
• მშობლები ნაკლებად ერკვევიან თანამედროვე სწავლების მეთოდებსა და ტენდენციებში;
• მშობლებს არ აქვს გამომუშავებული მოსწავლის დღის რეჟიმი და ვერ ახდენენ დროის სწორად განაწილებას.
• ნაკლებად ითვალისწინებენ საშინაო დავალების შესრულების მიმართ მოსწავლის სურვილსა და მზაობას;
• სიძნელეებისა და დაბრკოლების წარმოქმნის შემთხვევაში არ აყენებენ საქმის კურსში მასწავლებელს;
• მოსწავლეებში პრობლემურ საკითხად რჩება ინსტრუქციის გაგება და ნააზრევის წერილობითი ფორმით გადმოცემა.
• მოსწავლეების კლასიდან კლასში გადასვლის პარალელურად იკლებს დავალების შესრულების მაჩვენებელი;
• მოსწავლეების კლასიდან კლასში გადასვლის პარალელურად იკლებს მშობელთა ჩართულობა მოსწავლის სასწავლო პროცესში და ასევე ინტერაქცია მასწავლებელთან.
• მოსწავლეები დამოუკიდებლად, მეტი ხალისითა და ენთუზიაზმით ასრულებენ პრაქტიკულ დაავალებებს, ასევე დავალებებს, რომელიც თამაშის ელემენტებსა და ინსცენირებებს შეიცავს, ხოლო სააზროვნო დავალების შესრულების პროცესში მუდმივად ითხოვენ მშობელთა მხრიდან დახმარებას.
IVთავი
4.1ინტერვენციები
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დავგეგმე ინტერვენციები, რომლებიც დამეხმარება პრობლემის აღმოფხვრაში, ან გამოსწორებაში.
ჩემი ინტერვენციები:
ჩატარდეს მე-4-მე-6 კლასის მშობელთა გაერთიანებული კრება-სემინარი სადაც მშობლები გაეცნობიან ლიტერატურას საშინაო დავალების ეფექტურობაზე ,ასევე ნახავენ ფილმს ,,ჯეინ ელიოტის ექსპერიმენტი’’ https://www.youtube.com/results?search
დაიგეგმოს დაწყებით IV-VI კლასის საგნის მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა
კლასში შემსვლელ პედაგოგთა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
მოსწავლეებს მივცე საშუალება თვითონ აირჩიონ თავიანთი სურვილისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე ერთ-ერთი მათთვის მისაღები დავალება.
მოხდეს განმავითარებელი შეფასების ეფექტური სტრატეგიების გამოყენება გაკვეთილზე, რათა შეფასება არ იყოს ზოგადი.
წავახალისო მათი კარგად შესრულებული დავალება, შევაქო, გამოვხატო კმაყოფილება და სიხარული, გამოვიყენო სტიკერები სხვადასხვა წარწერებით (ყველაზე ჭკვიანი,საზრიანი ,მეგობრული,მოხერხებული და ა.შ) , სამოტივაციო ბარათები.
შემოვიღო საშინაო დავალების ,,მიზნების დღიური’’, სადაც მოსწავლეები ჩაიწერენ საშინაო დავალების მიზანს, ის იქნება მნიშვნელოვანი უკუკავშირის საშუალება ჩემსა და მოსწავლეს შორის ,ასევე მშობელს ექნება საშუალება ადევნოს თვალყური შვილის მუშაობის ხარისხს და ინტენსივობას.
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმო პროექტები და პრეზენტაციები მათთვის სასურველ თემებზე, ჩავრთო მათი მშობლები ამ ღონისძიებაში.
4.2 ინტერვენციების აღწერა
კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები მშობლებისათვის, მასწავლებლებისათვის და მოსწავლეებისათვის. მშობლებისათვის დამზადდა ბუკლეტები (დანართი №5), სადაც მიეთითა რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მოსწავლისათვის მშობელთა სწორ,საჭირო და დროულ დახმარებას. მასწავლებლებისათვის შემუშავდა რეკომენდაციები და დაიგეგმა კათედრის სხდომა.
დაწყებითი კლასების (IV-VI) მოსწავლეთა მშობლების გაერთიანებული კრება.
მასწავლებლისა და მშობლი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შედგა მშობელთა კრება, რომელსაც ესწრებოდა 62 მშობელი, მათ შორის აზერბაიჯანელი მოსწავლეების მშობლებიც და 5 მასწავლებელი (აზერბაიჯანელი მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაციისათვის დამხმარედ შერჩეულ იქნა უფროსკლასელი აზერბაიჯანელი მოსწავლეები).განხილულ იქნა კვლევის შედეგები და საუბარი წრიმართა კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების გზებზე.მშობლებმაც დაადასტურეს საშინაო დავალების პროცესში მათი მონაწილეობის საჭიროება, თუმცა აღნიშნეს, რომ, სისტემატურად ვერ ახერხებენ დახმარებას,რადგან უწევთ საარსებო აუცილებლობისათვის ზრუნვა. მშობლების ნაწილი აღნიშნავდა, რომ მათი შვილები არ საჭიროებენ დახმარებას, თავად ართმევენ თავს დავალების შესრულებას, მაგრამ ასეთი მოსწავლეების რაოდენობა მცირეა. მასწავლებელთა მხიდან ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი შესაძლებლობები აქვთ და საჭიროებენ სხვადასხვანაირსა და სხვადასხვა ხანგრძლივობის დახმარებას. საუბარი შეეხო იმ მიდგომებს, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ინდივიდუალური საჭიროებისას. თუ მშობელი არ ფლობს მსგავს ინფორმაციას, მან უნდა მიმართოს სკოლის სპეც პედაგოგებს, რომლებიც დახმარებას გაუწევენ, თუ რა მეთოდები გამოიყენონ ინდივიდუალურად მუშაობის დროს. ასევე ვესაუბრეთ მშობლებს იმ ფაქტის შესახებ, რომელსაც ვაწყდებით საშინაო დავალების შემოწმების დროს. მოსწავლეს აქვს შესრულებული დავალება, მაგრამ მშობლის მიერ არის დაწერილი. მივეცით რჩევა მშობლებს, რომ სჯობს არ დაწეროს დავალება, ვიდრე თქვენ დაუწეროთ. სიძნელეებისა და დაბრკოლების წარმოქმნის შემთხვევაში მიმართონ მასწავლებელს.
მშობლებს გავაცანით მოსწავლეებთან ინდივიდუალურად ჩატარებული ინტერვიუს შედეგები. კერძოდ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მოსწავლეთა ნაწილი სწორად ვერ იყენებს დროს.არ აქვთ დღის რეჟიმი, ან აქვთ და არ იცავენ.
მშობლებს ვურჩიეთ, რომ თუ მათი შვილი დავალებას არასწორად შეასრულებს ამისათვის არ დასაჯონ, არ დასცინონ. მოთმინებით შეუმოწმონ საშინაო დავალება. დაეხმარონ საშინაო დავალების შესრულებაში მხოლოდ მაშინ, როცა მას ესაჭიროება. ითანამშრომლონ მასწავლებლებთა, თუ ხშირ შემთხვევაში ბავშვი ვერ ასრულებს დავალებას აცნობონ საგნის მასწავლებელს.
იმისათვის, რომ მოსწავლე მიეჩვიოს დამოუკიდებელად გაკვეთილების მომზადებას დავგეგმეთ ერთ-ერთ ინტერვენცია. კერძოდ, მშობელი მოელაპარაკოს ბავშვს, რომ საშინაო დავალების ნაწილს დამოუკიდებლად მოამზადებს. რასაკვირველია, მას გადაამოწმებს მშობელი. შემოწმების დრო ნელ-ნელა შეამცირონ. არასოდეს დაადგნენ ბავშვს თავზე და მასთან ერთად ყველა გაკვეთილს არ მოამზადებინებენ!
USAID-ის და G-PRIED-ის (საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი) ერთობლივი პროექტის: ,,ერთობლივი რეკომენდაციები დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის“ საფუძველზე მომზადდა სლაიდები, რომელსაც კრების მიმდინარეობისას გაეცნენ, კრების მსვლელობისას ადგილზე მყოფ მშობლებს დაურიგდათ ჩვენს მიერ შედგენილი საინფორმაციო ბუკლეტები, ხოლო მშობლებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ კრებას, დაეგზავნათ აღნიშნული ბუკლეტები, მასწავლებელთა მხრიდან გამოითქვა თხოვნა გაეთვალისწინებინათ ბუკლეტში მოყვანილი რეკომენდაციები და მასწავლებლებთან ერთად ეწარმოებინათ ერთობლივი დაკვირვება, რამდენად აისახებოდა რეკომენდაციების მიხედვით მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა შედეგებზე და როგორ შეიცვლებოდა უკეთესობისკენ მათი დამოუკიდებლად მუშაობის მაჩვენებელი.მშობლების მხრიდან გამოითქვა ინიციატივა სასკოლო პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით- მოგვაწვდიდნენ სხვადასხვა იდეებს და უფრო მეტად ჩაერთვებოდნენ სასკოლო ცხოვრებაში, გააცნობიერებდნენ იმას, რომ ისინი თავადაც არიან სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები.
IV-VI კლასის საგნის მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა :
მიზანი : კვლევის შედეგების ანალიზი, ლიტერატურაში არსებული ინფორმაციის გაზიარება. ახალი მიდგომების განხილვა
შეხვედრაზე მასწავლებლებმა გაანალიზეს კვლევის შედეგები და დაისახეს სამომავლო გეგმა, ლიტერატურაში არსებული გამოცდილება და მოსწავლეთა შესაზლებლობების კორელაციის მიხედვით მოხდეს საგაკვეთილო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენთის დ,,საშინაო დავალების ‘’ისე დაგეგმვა ,რომ მოსწავლეთა უმრავლესობა აქტიურად ჩაერთოს და რომ ის ,,სასჯელის ‘’ნაცვლად სასიამოვნო აქტივობად იქცეს. მასწავლებელთა უმრავლესობა აღნიშნავს ,რომ საშინაო დავალებას სისტემატურად კლასში თითქმის ერთი და იგივე მოსწავლეები ასრულებენ. რომელი მოსწავლეებიც არ ასრულებენ დავალებას ასახელებენ სხვადასხვა მიზეზს. კერძოდ: ვერ გაიგეს დავალება ან ვერ გაიხსენეს კლასში შესრულებული ტიპიური დავალება, ან ვერ მოასწრეს შესრულება. მასწავლებელთა უმრავლესობა ამბობს,რომ მათი მოსწავლეები კლასში დამოუკიდებლად ასრულებენ ახალი გაკვეთილიდან მიცემულ დამოუკიდებელ სამუშაოს, მაგრამ სახლიდან მათ ნაწილს იგივე ტიპის დავალება არ მოაქვს შესრულებული. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსწავლემ არ იმუშავა სათანადოდ სახლში. მასწავლებლებს შეხვედრაზე გავაცანით მოსწავლეთა ინდივიდუალური გამოკითხვის შედეგები. კერძოდ ის, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას(მე-5,მე-6კლ.) უყვარს ტესტური დავალებების შესრულება, დამატებითი ინფორმაციის მოძიება, თემატური პრეზენტაციის გაკეთება. ხალისით ასრულებენ მცირე მოცულობის დავალებას. სიამოვნებთ,როცა დამოუკიდებლად შესრულებულ დავალებას წარადგენენ მასწავლებლისა და კლასის წინაშე. სურთ დამოუკიდებლად იმუშაონ და თავად გაართვან თავი სხვადასხვა სირთულის დავალებებს. ზოგიერთ შემთხვევაში აქვთ პასუხი კითხვებზე, მაგრამ იმის გამო, რომ არ არიან დარწმუნებულნი, ან იმის შიშით, რომ პასუხი არასწორ იქნება უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი და თავს იკავებენ, რომ უპასუხონ მასწავლებელს. ვიმსჯელეთ საშინაო დავალების მოცულობაზე, თუკი მოსწავლე დავალების შესრულებას 2 საათზე მეტხანს უნდება, ეს მას ართმევს თანატოლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ძვირფას დროს, რამაც, შესაძლოა, ფიზიკური და მენტალური ჯანრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დავალების შესასრულებლად ყველა მოსწავლეს ერთნაირი გონებრივი და ტექნოლოგიური რესურსი არ აქვს.
შესაბამისად, შესაძლოა ზოგიერთმა მოსწავლემ დავალების სათანადოდ შესრულება ვერ შეძლოს. ამ შემთხვევაში, მისი დაბალი ნიშნით შეფასება, ცოტა არ იყოს, უსამართლო იქნება. ასევე პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ რაოდენობა, წინასწარ განსაზღვრონ და დაგეგმონ დავალება ისე, რომ მოსწავლის პოტენციალი მაქსიმალურად აამუშაონ, რათა მიაღწიონ შედეგს და უფრო მეტიც, სიამოვნებით იმუშაონ . არ არის აუცილებელი ყოველდღე საშინაო დავალების მიცემა. სახლში დავალება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც დარწმუნებული ვართ, შემდეგ გაკვეთილზე ამ დავალების შემოწმებას მოვახერხებთ. როჯერსის მოლოდინის თეორიის მიხედვით, მასწავლებლების მოლოდინი გავლენას ახდენს მოსწავლეების მუშაობის ხარისხზე, სწავლის მოტივაციასა და მათ განწყობაზე წარმატებისა და მარცხის მიმართ. ეცადეთ, გაამხნევოთ თქვენი მოსწავლეები და მისცეთ სტიმული, საუკეთესო კუთხით წარმოადგინონ თავიანთი ნიჭი და უნარი საშინაო დავალების შესრულებისას. ასევე შეხვედრაზე ვისაუბრეთ მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობაზე. მასწავლებელმა უნდა შეატყობინოს მშობელს, თუკი მისი შვილი სისტემატურად არ ასრულებს დავალებებს და ასახელებს ამის სხვადასხვა მიზეზს. მასწავლებლებმა აღნიშნეს,რომ საშინაო დავალების კომპონენტში დიდ როლს თამაშობს მშობელი. მას შეუძლია ბავშვის შესაძლებლობებსა და ინტერესებში გაერკვეს. მასწავლებლებმა გაანალიზეს ანკეტირების შედეგები ,მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავენ გაკვეთილებს სახალისო აქტივობებით .და გაითვალისწინებენ მათ ინტერესებს .
მოსწავლეების ჩართვა საშინაო დავალების შერჩევაში ,ორგანიზებასა და შეფასებაში.
შესრულებული დავალების ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, თუ მოსწავლეებს აქტიურად ჩავრთავთ დავალების შერჩევის, ორგანიზებისა და შეფასების პროცესში. მოსწავლე თავისი შესაძლებლობებისა და ინტერესის სფეროების გათვალისწინებით როდესაც ირჩევს დავალებას ნაკლები იქნება იძულება, ხოლო მეტი იქნება ხალისი და შედეგი.
იმისათვის რომ მოსწავლემ შეძლოს თავის მიერ შესრულებული დავალების შეფასება,საჭიროა:
გამოყოს ის დავალებები,რომელსაც ვერ ასრულებს და რატომ?
დავალებები რომელსაც ასრულებს მაგრამ დასჭირდა ინფორმაციის სხვა წყაროების გამოყენება .
დავალებები რომლებსაც მარტივად ასრულებს.
საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს ჩვევაში უნდა გადაეზარდოს. თუმცა დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, დამოკიდებულება, მოთხოვნილებები, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება. ჯილდო, შექება, რომელიც კონკრეტული დავალებისათვის დაიმსახურა, არ უნდა იყოს ზოგადი, მაგ. ყოჩაღ, კარგი გოგონა ხარ და ა.შ., არამედ შენ ეს დავალება ზუსტად ისე დამიწერე, როგორს მე გთხოვდით. ყველა ბავშვს შესაძლებლობები, განვითარებისა და შესასრულებელი სამუშაოს ტემპი სხვადასხვა აქვს. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. სწორად შერჩეული დავალება კი ხელს შეუწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას, თუ მასწავლებელი მოსწავლეს შთააგონებს, რომ ის არის შრომისმოყვარე, ინტერესიანი და მოტივირებულია, ის შეიძლება მართლაც ასეთი გახდეს.
მასწავლებელი კარგად უნდა ადგენდეს და ხსნიდეს საშინაო დავალების
ყველა დავალება ერთნაირი არ არის. ამიტომ მოსწავლემ უნდა იცოდეს რა არის მოცემული, კონკრეტული საშინაო დავალების მიზანი. მასწავლებელმა ზუსტად უნდა განუსაზღვროს, რატომ აძლევს ამ დავალებას.
მაია ფირჩხაძის აზრით ,,თუ მიცემული დავალება მხოლოდ იმას შეიცავს, რაც უკვე ითქვა კლასში, თუ მხოლოდ იმის განმეორება უნდა იყოს, რაც კარგად იცის, მხოლოდ იმ უნარებს განამტკიცებს, რომლებიც კარგად აქვს ათვისებული, მაშინ მისი შესრულება დროის ამაო ხარჯვაა მოსწავლისთვის, ზედმეტი სტრესია. ამიტომ უმჯობესია არ მივცეთ. ყოველ ახალ დავალებას ახალ ნიშნულზე უნდა აჰყავდეს მოსწავლე, მისი ცნობისმოყვარეობის სტიმულს უნდა ზრდიდეს’’.
საშინაო დავალების შესასრულებლად მნიშვნელოვანია დაწვრილებითი ინსტრუქცია. ინსტრუქციაში აუცილებლად უნდა მივუთითოთ სამუშაოს თანამიმდევრობა (რით დაიწყოს, რაზე გადავიდეს, რით დაამთავროს), როგორ იმუშაოს (მარტომ თუ ამხანაგთან ერთად, მხოლოდ წაიკითხოს და მოჰყვეს, წაიკითხოს ნაწილებად და შემდეგ მოჰყვეს, თუ წაიკითხოს და გზადაგზა გადახედოს , სქემას, ნახატს და ა.შ.). ამავე დროს უნდა შევამოწმოთ, როგორ გაიგო სამუშაოს შინაარსი და მისი შესრულების პირობები.
განმავითარებელი შეფასების ეფექტურ მეთოდებს გამოყენება გაკვეთილზე.
განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა და თითოეული მოსწავლის განვითარებისათვის სწავლების პროცესის მაქსიმალურად ხელშეწყობა. მისი დახმარებით მასწავლებელი ხედავს მოსწავლის უნარების განვითარების პროგრესს,მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ასევე ხედავს მის მიერ გამოყენებული მეთოდების ეფექტურობას.
განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა დარიგება, დაკვირვების ფურცელი. თვითშეფასება და ურთიერთშეფასება, გასასვლელი ბარათები, სამოტივაციო ბარათები, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე სტიკერები სხვადასხვა წარწერებით (ყველაზე ჭკვიანი, საზრიანი, მეგობრული, მოხერხებული და ა.შ)
საშინაო დავალების ,,მიზნების დღიური’.
’
საშინაო დავალების ,,მიზნების დღიური’’-ში მოსწავლეები ჩაიწერენ საშინაო დავალების მიზანს , ასევე აკეთებს ანალიზსს იმისას , თუ რა იცის ამ დავალების წარმატებით შესასრულებლად და რისი გაგება სჭირდება, რას გამოიყენებს ამისათვის, მიუთითებს წყაროებს (სახელმძღვანელო, ისტ-ი, ენციკლოპედია და ა. შ.) მისი დახმარებით მოსწავლე მიიღებს მასწავლებლისგან განმავითარებელ შეფასებას, ხოლო მშობელს ექნება საშუალება ადევნოს თვალყური შვილის მუშაობის ხარისხს და ინტენსივობას.
.მოსწავლეებთან ერთად პროექტების დაგეგმვა.
სასწავლო პროექტები იძლევა შესაძლებლობას მოსწავლემ განივითაროს აზროვნების, ინფორმაციის მოძიების, სოციალური უნარ ჩვევები, გაკვეთილი მოსწავლისათვის უფრო მიმზიდველი ხდება, უფრო ღრმად შეისწავლიან საკითხებს, თანამშრომლობენ ერთმანეთთან და განსაკუთრებით ახალისებს მშობლების ჩართულობა.
4.3 რეკომენდაციები მშობლებისათვის:
კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები მშობლებისათვის, მასწავლებლებისათვის და მოსწავლეებისათვის. მშობლებისათვის დამზადდა ბუკლეტები (დანართი №5), სადაც მიეთითა რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მოსწავლისათვის მშობელთა სწორ, საჭირო და დროულ დახმარებას.
ასწავლეთ დღის რეჟიმის შექმა და დაცვა
დაეხმარეთ იმ ადგილის მოწყობაში, სადაც საშინაო დავალება უნდა შეასრულოს. აუმაღლეთ მოტივაცია
შეახსენეთ საშინაო დავალების შესრულება, მისი მიზანი
უზრუნველყავით საჭირო რესურსებით.
დააინტერესეთ დამატებითი ლიტერატურით, რომელიც შეიძლება დავალების შესრულებისას გამოიყენოს.
გამოყავით დრო ბავშვთან თანამშრომლობისათვის
დაეხმარეთ საშინაო დავალების შესრულებაში მხოლოდ მაშინ, როცა მას ესაჭიროება.
ყურადღება გაამახვილეთ ინსტრუქციის გაგებაზე და კითხვების ფორმულირებაზე.
მიუთითეთ ჩაუღრმავდეს დავალებას, იფიქროს დააკვირდეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
შეცდომის შემთხვევაში დაეხმარეთ მის გამოსწორებაში, ან ხელახლა გააკეთებინეთ დავალება.
საშინაო დავალების შესრულების კონტროლის დროს გამოიჩინეთ მოთმინება და პატივისცემა თქვენი შვილის მიმართ.
არ უყვიროთ, უმჯობესია აუხსნათ მიზეზები,როცა ვერ ეხმარებით
სჯობს არ დაწეროს , ვიდრე თქვენ დაუწეროთ.
თუ ხშირ შემთხვევაში უჭირს საშინაო დავალების შესრულება, აცნობეთ მასწავლებელს, მიმართეთ რეგულარულ კონსულტაციას.
წაახალისეთ მის მიერ კარგად შესრულებული დავალება, შეაქეთ, გამოხატეთ კმაყოფილება და სიხარული, გამოიყენეთ ჯილდო.
მიეცით შანსი გამოავლინოს დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა
ნუ აიძულებთ დიდხანს ჯდომას, მიეცით მასტიმულირებელი საქმიანობები გონების განსავითარებელი სავარჯიშოები( კროსვორდები, გამოცანები...)
თანამშრომლობის გაღრმავება მშობელსა და სპეცმასწავლებლებს შორის.
4.4 ინტერვენციის შედეგები
ერთი თვის შემდეგ კვლავ ჩავატარეთ IV-V I კლასების მოსწავლეთა მშობლებთან ფოკუსჯგუფი. ჩვენს ინტერესს წარმოადგენდა ის, რომ დაგვედგინა გაითვალისწინეს თუ არა მშობლებმა ჩვენ მიერ მიწოდებული რეკომენდაციები, რა შედეგები მიიღეს, რამდენად გაამართლა რეკომენდაციის მიხედვით მათმა ქცევამ ბავშვის მიერ დამოუკიდებლად მუშაობის ხარისხზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის რაც მშობლება კვლევის ჯგუფის წევრებთან საუბარში აღნიშნეს. მათი თქმით, გამოცდილების გაზიარების შემდეგ ბევრი დეტალი, რომელიც აქამდე არ იცოდნენ სასარგებლო აღმოჩნდა შვილებთან მიმართებაში. მშობლებმა აღნიშნეს,რომ საშინაო დავალების შესრულების კონტროლის დროს გამოიჩინეს მოთმინება და პატივისცემა შვილების მიმართ. შექებით, თანადგომით გაუზარდეს მოტივაცია იმისა,რომ თავად შეესრულებინათ დავალება. იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი თავს ვერ ართმევდნენ დავალებას, ურჩევდნენ შვილებს მიემართათ მასწავლებლებლისთვის.
გატარებული ინტერვენციების შესაფასებლად ჩავატარეთ IV-VI კლასების და სპეც მასწავლებლებთან შეხვედრა. აღმოჩნდა, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კლასებში იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც დავალება ჰქონდა შესრულებული. აღმოჩნდა, რომ უმჯობესია მოსწავლეთათვის,წიგნში მოცემული აქტივობებიდან, უფრო მეტი დამოუკიდებელი სავარჯიშო შეასრულონ კლასში, ვიდრე სახლში. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ გაკვეთილზე, დამოუკიდებელ სამუშაოს ხალისით ასრულებენ, თუნდაც შეცდომით, რადგან იციან, რომ ამისათვის „ნიშნით“ არ დაისჯებიან.
აღინიშნებოდა ტენდენცია სსსმ მოსწავლეების გაკვეთილზე ჩართულობის, რაშიდაც დიდი წვლილი შეიტანეს სპეც პედაგოგებმა. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში, დახმარებას უწევდნენ პედაგოგებს, გაიზარდა მათი თანამშრომლობა მშობლებთან.
თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ,რომ ზოგიერთი მშობელი თანამშრომლობაზე არ წამოვიდა(სოციალურად დაუცველი ოჯახები, ეთნიკური უმცირესობის), ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაიზარდოს თანამშრომლობა მასწავლებლებს, კარგ მოსწავლეებსა და ზემოთ ხსენებულ ჯგუფების მოსწავლეებს შორის. შედგა გრაფიკი,რომლის მიხედვითაც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფები შეიქმნა და დამატებით ამეცადინებდნენ მათ.
წარმოდგენილი დიაგრამა, გვიჩვენებს, თუ როგორ გაიზარდა მე-6 კლასელების მიერ შესრულებული დავალებათა სიხშირე
სამომავლო გეგმები
კვლევამ აჩვენა, რომ დადებითი სწავლების გამოცდილება მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის კონსტრუქციული ერთობის საფუძველზე ყალიბდება და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სკოლასა და სახლში ეფექტური სამუშაოების გატარება მოსწავლის განათლების დონის ამაღლებისა და დამოუკიდებელ პიროვნებად ფორმირების მიზნით. ასევე კვლევამ გამოაჩინა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს კვლევითი აკადემიური ხასიათის სამუშაოები მშობელთა ჩართულობის საკითხზე.
აღნიშნული კვლევა ქმნის ერთგვარ სურათს, თუმცა არ იძლევა საკითხის ბოლომდე განზოგადების საშუალებას. შემდგომი ეტაპისათვის საჭიროა კვლევის მონაცემების შედარება რაიონული და ქალაქის სკოლების დონეზე, სხვადასხვა ფოკუსჯგუფებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებთან.
კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მშობლებისა და მოსწავლეების ნაწილმა უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, იყვნენ პასიურნი აქტივობების განხორციელებისას. სასურველი იქნებოდა მოსწავლეთა და მშობელთა სრული ჩართულობის მიღწევა, რათა კიდევ უფრო რეალური
შედეგი მიგვეღო. მიუხედავად ამ ნაკლოვანებისა, ვთვლით რომ კვლევამ შედეგი გამოიღო.
შესაძლებელია უმნიშვნელო სხვაობა ყოფილიყო ყველა მოსწავლის და მშობლის ჩართვის შემთხვევაში. ძირითადად უარი მოსწავლეთა და მშობელთა იმ ნაწილმა თქვა ვისაც დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ, მიეკუთვნებოდა ეთნიკურ უმცირესობების იმ ნაწილს, რომელთაც ენის ბარიერი ჰქონდა. მშობლების გამოკითხვა ღია და დახურული კითხვების შესავსებად მოვახდინეთ 2 სახით: ელექტრონული და წერილობითი.
დასკვნა
სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევი შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, განხილული საკითხებიდან გამომდინარე, მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს საშინაო დავალების სწორად შერჩევისას, რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქცია, რა დოზით და როგორ დაეხმაროს შვილს. ვფიქრობთ , ზემოთ გამოთქმული რეკომენდაციები (პასუხისმგებლობის გამომუშავება, წესებისა და პროცედურების შემუშავება, სამუშაო სივრცის სწორად ორგანიზება, სასაუბრო ლექსიკიდან ნეგატივის გამორიცხვა და სხვა) რომლებსაც განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები გვათავაზობენ, დაგვეხმარა კვლევის პროცესში გადაგვეჭრა შემდეგი პრობლემები.
საშინაო დავალების შეუმოწმებლობა ან არადროული და არასრულყოფილი შემოწმება.
მშობლების არაინფორმირებულობა საშინაო დავალების რაობასთან დაკავშირებით
საშინაო დავალების სიჭარბე
მოსწავლეთა ინდივიდუალურიშესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა.
ვფიქრობ, რომ აღნიშნულმა კვლევამ დადებითად იმოქმედა საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე მოსწავლეთა მიერ.ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მშობელთა მაღალი ჩართულობა რამაც ერთობლივი ძალებით განაპირობა შესრულებული საშინაო დავალებების ხარისხი და რაოდენობა.
ბიბლიოგრაფია
1. ბალი ს.ჯ.,დემო დ.ჰ და უედმანი,ჯ.ფ. (1998),,ოჯახის ჩართულობა საშინაო დავალების შესრულებაში’’ოჯახის საკითხების ინტერდისციპლინარული ჟურნალი,47(2)149-157 გვ.
2. თომას გორდონი,“ როგორ გავხდე კარგი მშობელი“
http://mastsavlebeli.ge/wp-content/uploads/2017/01
3. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წწ, საგნობრივი სტანდარტი
4. ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
5. ლომიძე ნ .„საშინაო დავალება დასჯა არ არის – რეკომენდაციები მშობლებსა და მასწავლებლებს’’ ,8 მარტი, 2015. https://edu.aris.ge/
6..რობერტ ჯ. მარზანო ,დებრა ჯ. ფიქერინგი; ჯეინ ი. ფოლოქი; ,, ეფექტური
• სწავლება სკოლაში” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2009
7.. ნეფარიძე თ. ,,საშინაო დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე’’ http://mastsavlebeli.ge/?p=2398
8..ტაბატაძე თ.-ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ https://www.edutopia.org
.9.მეხუზლა ს. და ეიდინ როშე-
• ,,განათლების რეფორმა და ეროვნული უმცირესობები საქართველოში“2009წ.https://www.files.ethz.ch/isn/106681
10. ჯონ დიუი- „სკოლა და საზოგადოება’’ http://intermedia.ge/სტატია/86951-
11. კუპერი ,ჰ საშინაო დავალება (1989 ბ,90)უაით ფლეინს,ნიუ-იორკი;ლონგმენი
12. ციცვიძე ნ.,,მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები’’ 30 ნოემბერი, 2018 . http://mastsavlebeli.ge/?p=19858
13. USAID-ის და G-PRIED-ის (საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი) ერთობლივი პროექტის: ,,ერთობლივი რეკომენდაციები დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის“
14. ფირჩხაძე მ.,,საშინაო დავალება და პრაქტიკა-სასწავლო პროცესის ორი მნიშვნელოვანი პროცესი’’. მასწავლებლის წიგნი გვ.92-99 მასწ.პროფ.განვ ეროვნული ცენტრი 2013 წ.
15. ჭინჭარაული თ., ბაგრატიონი მ., ლაღიძე ა., პაჭკორია თ:
,,სწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება“(2010
ჯეინ ელიოტის ექსპერიმენტი https://www.youtube.com/watch?v=- IG0_lCuegE
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
სსიპ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს განვახორციელე პრაქტიკული კვლევა კოლეგებთან ერთად, მაგრამ 2018-2019 სასწავლო წელს გადავწყვიტე ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა დამეხვეწა, კერძოდ, გავაკეთე ცალკე და ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები გამოვყავი ცალკე. ვფიქრობ, ამ წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად შევიძინე კვლევის განსახორციელებლად საჭირო უნარები და გავეცანი უფრო მეტ ლიტერატურას. კვლევა განვახორციელე თემაზე-„მოსწავლეთა დამოუკიდებლად სწავლის პროცესში მშობელთა ჩართულობის შედეგები, დაწყებითი საფეხურის IV-გ, V-ბ, VI-ა შერეულ კლასებში“ კვლევა ჩატარდა 2018 წლის იანვარი- მაისის თვეში.
კვლევის მიზანი იყო განმესაზღვრა, რამდენად ეფექტურია მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებისთვის მშობელთა ჩართულობა და რა განსხვავებას გვაძლევს ის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში (ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელი მოსწავლეები, სსსმ მოსწავლეები). რამდენად დამოკიდებულია თითოეული სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი მოსწავლის წარმატება და პროგრესი დამოუკიდებლად მუშაობის პროცესში მათი მშობლის ჩართულობაზე.
კვლევის მიმდინარეობისას სისტემატურად შევისწავლიდი პროფესიულ ლიტერატურას, რამაც უზრუნველყო ჩემი, როგორც პედაგოგის განვითარება.
შერჩეული თემა განაპირობა იმ მოცემულობამ, რომ სწორედ დაწყებით კლასებში ყალიბდება ფასეულობათა სისტემა, რაშიც ყველაზე დიდი როლი ოჯახსა და მშობლებს აკისრია. ბავშვი ეჩვევა იმ აზრს, რომ ნებისმიერი მიღწევა შრომასთანაა დაკავშირებული. მშობლებმა უნდა გაიაზრონ, რომ თუ სრულფასოვანი საზოგადოების წევრებს ზრდიან და არა მართვად მოქალაქეებს, მნიშვნელოვანი მესიჯები თავიდანვე უნდა ჩადონ შვილებში.
კვლევის სამიზნე ჯგუფებს შეადგენდნენ დაწყებითი საფეხურის პედაგოგები,მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. კვლევა წარიმართა დაკვირვების რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების გამოყენებით. რამაც საშუალება მომცა სიღრმისეულად გამომეკვლია ჩემი კოლეგების, მოსწავლეების და მათი მშობლების დამოკიდებულება საკვლევ საკითხთან მიმართებაში და დამეგეგმა ეფექტური ინტერვენციები.
კვლევის პროცესში ვაკვირდებოდი მოსწავლეთა მიერ დავალების შესრულების ინტენსივობას და ხარისხს ,,საშინაო დავალების დღიურების’’ დახმარებით, სადაც ვაკეთებდი ჩანაწერებს მოსწავლეთა მიერ შესრულებული საშინაო დავალების შესახებ(რეფლექსია), ამავე დღიურების დახმარებით მქონდა ეფექტური კავშირი მშობლებთან, ვაძლევდი მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას სტიკერების და სამოტივაციო ბარათების დახმარებით. რაც კიდევ უფრო უზრუნველყოფდა მათი მოტივაციის ამაღლებას და ზრდიდა ჩართულობის ხარისხს. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა თვითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკების გამოყენება ჯგუფური მუშაობის დროს პროექტების ,,გავუფრთხილდეთ ბუნებას“, ,,თამბაქო მცენარე თუ მკვლელი’’, ,,ბაღის ფრინველები’’ და სხვ. განხორციელებისას, სადაც რესპოდენტები იყვნენ მათი მშობლები.
კვლევის შედეგებმა მომცა საშუალება დამესკვნა, რომ მიზანს მივაღწიე, ჩემ მიერ დაგეგმილი ინტერვენციები იყო სწორი და წარმატებით განხორციელდა, რაც დადებითად აისახა სასწავლო პროცესზე.
კოლეგებისათვის კვლევის საბოლოო შედეგების გაზიარების მიზნით კათედრის სხდომაზე მოვაწყვე პრეზენტაცია, სადაც წარვადგინე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. კოლეგების მხრიდან იყო შეკითხვები იმის შესახებ, თუ რატომ შევარჩიეთ დაწყებითი საფეხური და არა საბაზო, ან საშუალო? რაზეც ვუპასუხე, რომ დაწყებით საფეხურზე იწყება კონსტრუირება ცოდნის და ეყრება საძირკველი ბავშვის მიერ სამყაროს აღქმას, ასევე საშინაო დავალებაზე მუშაობა პატარა ბავშვებს სწავლის სასარგებლო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს, გაუღვივებს პოზიტიურ დამოკიდებულებას სკოლისადმი, რაც მომავალში განსაზღვრავს მათ მიერ ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ შემდგომ საფეხურზე .
უკუკავშირი კოლეგების მხრიდან, იყო როგორც დადებითი, ისევე პესიმისტური. კოლეგების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ კვლევაში გამოყენებული ზოგიერთი აქტივობა მხოლოდ აფერხებს სასწავლო პროცესს და არ ეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში. ისინი ფიქრობენ, რომ მოცემული კვლევა საბაზო და საშუალო საფეხურზე არ გაამართლებს, რადგან მშობლები ნაკლებად არიან ჩართულნი შვილების განათლების პროცესში, რაც აისახება მათი დასწრებით მშობელთა კრებებზე. თუმცა, რეკომენდაციის მიზნით, ვთხოვე, გაემეორებინათ ჩვენი კვლევა და ამის შემდეგ ემსჯელათ შედეგებზე.
საბოლოოდ, ვთვლი, რომ კვლევა წარმატებით განხორციელდა და მისი გაცნობა დაეხმარება მასწავლებლებს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
დანართები
(დანართი №1)
ინტერვიუ მოსწავლესთან (ინდივიდუალურად)
1) როგორ ფიქრობთ, უნდა ეძლეოდეს მოსწავლეს საშინაო დავალება?
ა)დიახ ; ბ)არა;
2) როგორ გესმით საშინაო დავალების მნიშვნელობა, რატომ გაძლევთ მასწავლებელი საშ. დავალებას?
3) როდის ასრულებთ საშინაო დავალებას?
(ა) სკოლიდან მისვლისთანავე ბ) ვისვენებ და მერე გ) ძილის წინ )დილით, სკოლაში წასვლამდე, სკოლაში გაკვეთილის დაწყებამდე, გაკვეთილზე
4) ჯერ გაკვეთილს სწავლობთ და მერე ასრულებთ წერილობით დავალებას, თუ პირდაპირ წერას იწყებთ?
5) ითვალისწინებთ მასწავლებლის რჩევებს და მითითებებს საშ. დავალების შესრულების პროცესში?
6) როგორი ტიპის დავალებების შესრულება გიყვართ:
ა) ტექსტის წაკითხვა-გააზრება
ბ) წერილობითი დავალება
გ) დამატებითი ინფორმაციის მოძიება
დ) ილუსტრაციის ხატვა
ე) ზეპირი თემატური პრეზენტაცია
ვ) ამოცანები, გამოცანები, კროსვორდები, ტესტები, თავსატეხები და ა.შ
ზ) პრაქტიკული სამუშაოები
7) გჭირდებათ ვინმესგან იმის შეხსენება, რომ დავალება უნდა შეასრულოთ თუ თვითონ ჯდებით სამეცადინოდ?
8) რა მოცულობის დავალებას ასრულებთ ხალისით, ხომ არ თვლით, რომ ბევრი დავალება გეძლევათ და დრო არ გრჩება თამაშისთვის და დასვენებისთვის, ან სხვა დამატებით წრეებზე სიარულისთვის?
9) რას აკეთებთ როცა დავალების შესრულება გირთულდებათ, მიმართავთ ვინმეს დახმარებისთვის და ვის?(გთხოვთ დააკონკრეტოთ)
10) ხშირად სთხოვთ დახმარებას მშობელს/სხვა პირს?
11) რა ფორმით გეხმარებათ ის?
12) რა სახის დახმარებას ითხოვთ (გაურკვეველი საკითხის განმარტებს; მსჯელობას, მასალების მოძიებაში დახმარებას, საჭირო რესურსების ყიდვას და ა.შ)
13) თუ ვერავინ ახერხებს შენს დახმარებას (მაგ; არ არიან სახლში) ცდილობთ თუ არა თქვენი ძალებით პრობლემის მოგვარებას და როგორ? შეგიძლიათ მოიყვანოთ მაგალითი?
14) რადენდ მოგწონთ როცა დავალების შესრულებაში გეხმარებათ მშობელი/სხვა პირი?
15) როგორ გიჩევნიათ, შობელი უფრო მეტად დაგეხმაროთ, უფრო ნაკლებად თუ, გირჩევნიათ დამოუკიდებლად იმუშაოთ? რატომ?
16) რა განცდა გეუფლებათ, როცა დამოუკიდებლად შესრულებულ დავალებას წარადგენ მასწავლებლისა და კლასის წინაშე.
(დანართი №2)
ანკეტა- კითხვარი მშობლებისთვის
სსპ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის IV-VI კლასების მასწავლებლები ვატარებთ კვლევას მოსწავლეთა დამოუკიდებლად სწავლის პროცესში მშობელთა ჩართულობის როლის შესახებ. მოცემული ანკეტა-კითხვარის შევსებით თქვენ დაგვეხმარებით კვლევის მიმდინარეობაში. შეეცადეთ თქვენი ნაფიქრი ჩამოაყალიბოთ ზუსტად და გულწრფელად.
პასუხები კონფედენციალურა, კითხვარზე ნუ მიუთითებთ თქვენს სახელს და გვარს!
1. რამდენად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ დებულებებს?
საშინაო დავალების მნიშვნელობაა:
ა) კლასში შესწავლილი მასალის განმტკიცება; დიახ არა
ბ) დამოუკიდებლად მუშაობის სწავლა; დიახ არა
გ) პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება; დიახ არა
დ) სხვადასხვა ზოგადი უნარების განვითარება; დიახ არა
ე) დროის რაციონალურად გამოყენება; დიახ არა
ვ) სხვა (გთხოვთ დააკონკრეტოთ)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. რამდენად საჭიროა საშინაო დავალების მიცემა?დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება
---------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
3. რა მოცულობის დავალება უნდა ეძლეოდეს?
---------------------------------------------------------------------------------------------------
4. რა ინტენსივობით უნდა ეძლეოდეს საშინაო დავალება?
ა) ყოველდღე; ბ) კვირაში ორჯერ გ) თემის დამთავრების შემდეგ
5. თვლით თუ არა, რომ მშობელი ინფორმირებული უნდა იყოსდავალების შესახებ დარა ფორმით უნდა მოხდეს მშობლის ინფორმირება?
---------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
6. რამდენად საჭიროდ მიიჩნევთ მშობლის ჩართულობას საშინაო დავალების შესრულების პროცესში და რატომ?
---------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
7. თუ ეთანხმებით მშობლის ჩართულობას, რა ფორმით უნდა მონაწილეობდეს იგი?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. რა რეკომენდაციებს მისცემდით მასწავლებელს საშინაო დავალებსთან დაკავშირებით, ხომ არ გსურთ რამე შეიცვალოს?
(დანართი №3)
ინტერვიუ მშობლებთან
1. ყოველთვის იცის რა აქვს დავალება? თუ არა რას ასახელებს მიზეზად?
2. ერთვებით თუ არა საშინაო დავალების შესრულების პროცესში და რა ფორმით?
3. ვისი ინიციატივით ხდება თქვენი ჩართულობა მისი თუ თქვენი?
4. რამდენად ხშირად და რა სახის დახმარებას ითხოვს მოსწავლე საშინაო დავალების შესრულების პროცესში?
5. ცდილობთ თუ არა გაიგოთ თქვენი შვილის ინტერესები სკოლაში და სკოლის გარეთ, აძლევთ თუ არა რჩევებს ? როგორ უზრუნველყოფთ მას საჭირო რესურსებით?
6. ცდილობთ თუ არა სწავლის პროცესში გაჩენილი პრობლემის მოგვარებას, რომელსაც თქვენ ვერ უმკლავდებით და ვის მიმართავთ რჩევისა და დახმარებისათვის?
7. გაქვთ თუ არა კონტაქტი კლასის დამრიგებელთან ანდა საგნის მასწავლებლებთან, რა ინტენსივობითა და რა ფორმით?
(დანართი №4)
ფოკუს ჯგუფი პედაგოგები (დისკუსია) დაწყებითი (IV-VIკლ)
1) ასრულებენ საშინაო დავალებას თქვენი მოსწავლეები?
2) დაახლოებით რამდენი მოსწავლე ასრულებს დავალებებს ცალკეულ კლასში სისტემატურად?
3) რა მიზეზს ასახელებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც არ მოაქვთ შესრულებული დავალება?
4) რეაგირებთ თუ არა დასახელებულ მიზეზებზე და როგორ? გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი პრაქტიკა ამ მიმართულებით.
5) ხედავთ თუ არა იმის აუცილებლობას, რომ მშობელი გარკვეულწილად ჩართული უნდა იყოს შვილის სწავლის პროცესში? რატომ? (გთხოვთ დაასაბუთოთ)
6) თქვენი დაკვირვებით, იმ მოსწავლეებს, ვისაც დავალება მომზადებული აქვს, ყველა შეძლებდა დამოუკიდებლად შესრულებას, თუ გრძნობთ, რომ მას ვიღაც დაეხმარა? ანუ რამდენად შეესაბამება ერთმანეთს მათ მიერ ინდივიდუალურად კლასში დამოუკიდებლად შესრულების დროს ნაჩვენები შედეგები საშინაო დავალების შესრულებით მიღებულ შედეგს?
7) რამდენად არიან ჩართულები სწავლის პროცესში სხვადასხვა კატეგორიის ( სსსმ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, სოციალურად დაუცველი) მოსწავლეთა მშობლები და რა გავლენას ახდენს ეს მათ სწავლის შედეგებსა და სხვადასხვა უნარების განვითარებაზე?
8) თქვენი აზრით რა განაპირობებს მათ ასეთ ჩართულობას/ ნაკლებად ჩართულობას?
9) რამდენად ხშირად შემოდიან ინტერაქციაში თქვენთან, როგორც მასწავლებელთან და ითხოვენ რეკომენდაციებს, ან რჩევებს მოსწავლის სწავლის შედეგის გაუმჯობესების მიზნით?
10) რა გზებით და ინტენსივობით ახდენთ მშობლების ინფორმირებას მოსწავლის აკადემიური წინსვლისა თუ ჩამორჩენის შესახებ? გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი პრაქტიკა.
11) რამდენად სწორად მიიჩნევთ მშობელთა აქტიურ ჩართულობას მოსწავლის სწავლის პროცესში, რა ნაწილში შეძლება იყოს მათი მონაწილეობა სასარგებლო და რა შემთხვევაში ხელის შემშლელი ფაქტორი?
დანართი 5 (რეკომენდაცია მშობლებისათვის)
გაითვალისწინეთ რეკომენდაციები:
ასწავლეთ დღის რეჟიმის შექმა და დაცვა
დაეხმარეთ იმ ადგილის მოწყობაში, სადაც საშინაო დავალება უდა შეასრულოს. აუმაღლეთ მოტივაცია
შეახსენეთ საშინაო დავალების შესრულება, მისი მიზანი
უზრუნველყავით საჭირო რესურსებით
დააინტერესეთ დამატებითი ლიტერატურით, რომელიც შეიძლება დავალების შესრულებისას გამოიყენოს
გამოყავით დრო ბავშვთან თანამშრომლობისათვის
დაეხმარეთ საშინაო დავალებს შესრულებაში მხოლოდ მაშინ, როცა მას ესაჭიროება
ყურადღება გაამახვილეთ ინსტრუქციის გაგებაზე და კითხვების ფორმულირებაზე
მიუთითეთ ჩაუღრმავდეს დავალებას, იფიქროს დააკვირდეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
შეცდომის შემთხვევაში დაეხმარეთ მის გამოსწორებაში, ან ხელახლა გააკეთებინეთ დავალება
საშინაო დავალების შესრულების კონტროლის დროს გამოიჩინეთ მოთმინება და პატივისცემა თქვენი შვილის მიმართ
არ უყვიროთ, უმჯობესია აუხსნათ მიზეზები,როცა ვერ ეხმარებით
სჯობს არ დაწეროს , ვიდრე თქვენ დაუწეროთ
თუ ხშირ შემთხვევაში უჭირს საშინაო დავალების შესრულება, აცნობეთ მასწავლებელს, მიმართეთ რეგულარულ კონსულტაციას.
წაახალისეთ მის მიერ კარგად შესრულებული დავალება, შეაქეთ, გამოხატეთ კმაყოფილება და სიხარული, გამოიყენეთ ჯილდო.
მიეცით შანსი გამოავლინოს დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა
ნუ აიძულებთ დიდხანს ჯდომას, მიეცით მასტიმულირებელი საქმიანობები გონების განსავითარებელი სავარჯიშოები( კროსვორდები, გამოცანები...)
დანართი N6
(რეკომენდაცია მასწავლებლებისათვის)
გაითვალისწინეთ რეკომენდაციები:
• ახალი მასალის განმტკიცება მოახდინეთ კლასში. მოსწავლეებს ინდივიდუალურად, წყვილებში მიეცით დამოუკიდებელი საკლასო სამუშაო.
• სისტემატურად შეამოწმეთ საშინაო დავალება. თუ მოსწავლე არ ასრულებს დავალებას ამ შემთხვევაში შეატყობინეთ მშობელს/მეურვეს.
• ახალი მასალის ახსნის დროს ხშირად გამოიყენეთ დიაგრამა: ვიცოდი, გავიგე, მინდა მეტი ვიცოდე . რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ ახალი მასალით დაინტერესებაში, გაკვეთილზე ჩართულობას და ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარს განუვითარებს.
• ყურადღებით მოუსმინეთ ნებისმიერი მოსწავლის პასუხს, თუნდაც მცდარი იყოს.
• წაახალისეთ მისი კარგად შესრულებული დავალება, შეაქეთ, გამოხატეთ კმაყოფილება და სიხარული, გამოიყენეთ ჯილდო.
• ყურადღება გაამახვილეთ ინსტრუქციის გაგებაზე და კითხვების ფორმულირებაზე
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий